Bunker სამაგიდო თამაში ქართულად (Bunker Board Game) დედამიწაზე გლობალური კატასტროფა ახლოვდება, თუმცა თქვენ გაგიმართლათ — სწორედ სამაშველო ბუნკერის შესასვლელთან იმყოფებით! ეს არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ იმის შანსია, გახდეთ ერთ-ერთი „რჩეული“, ვინც კაცობრიობის ცივილიზაციას აღადგენს. თუმცა, ბუნკერში შესვლას ყველა ვერ შეძლებს: ჟანგბადი და რესურსები მხოლოდ მსურველთა ნახევრისთვის არის საკმარისი. ისინი, ვინც გარეთ დარჩებიან, კატასტროფას პირისპირ შეხვდებიან.
თითოეული მოთამაშე იღებს პერსონაჟის ბარათებს, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით განსაზღვრავს მათ პროფესიას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჰობისა და სხვა მახასიათებლებს. რაუნდების განმავლობაში მოთამაშეები თანდათან ხსნიან თავიანთ მონაცემებს და ცდილობენ დაარწმუნონ სხვები, რომ სწორედ მათი გადარჩენაა აუცილებელი მომავლისთვის. ხმის მიცემის შედეგად, ყველაზე ნაკლებად სასარგებლო კანდიდატები თამაშს ეთიშებიან, ფინალისტები კი ბუნკერში იკავებენ ადგილს.
Bunker სამაგიდო თამაში ქართულად
თამაშის მახასიათებლები:
- პერსონაჟის ბარათები — მოიცავს პროფესიას, ბიოლოგიურ მახასიათებლებს, ჯანმრთელობასა და ჰობბის;
- სპეციალური „სუპერძალები“ — ბარათები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის მსვლელობის შეცვლა;
- დისკუსიისა და დებატების რეჟიმი — მოთამაშეების მთავარი იარაღი დარწმუნების უნარია;
- გამოთიშვის სისტემა — რამდენიმე რაუნდიანი ხმის მიცემა გადარჩენილთა გამოსავლენად.











Giviko –
rogor sheidzleba samagido tamashis bunkeris shedzena ?
ლევანი –
როგორ შეიძლება შევიძინო სამაგიდო თამაში ბუნკერი ქართულად?