80 დღე სამაგიდო თამაში ქართულად ბრიტანეთის დედაქალაქი, ლონდონი, არის საწყისი და საბოლოო წერტილი ამაღელვებელი მოგზაურობისა „80 დღეში“. ჟიულ ვერნის ცნობილი რომანის მსგავსად, თქვენ ინგლისელი ჯენტლმენის, ფილეას ფოგის კვალდაკვალ მიემართებით გემით, რკინიგზით თუ საჰაერო ბურთით ქალაქიდან ქალაქში. მოგზაურობისას ხარჯები მუდმივად იზრდება, ამიტომ ძვირფასი მონეტების დასაზოგად ხშირად მოგიწევთ უფასო გზების ძიება.
თამაშის ყოველი რაუნდი ახალი გამოწვევაა: ქარიშხლიანი ამინდი, ჩახლართული ბილიკები, ცუდი ხილვადობა თუ მკაცრი საბაჟო კონტროლი თქვენს გეგმებს მუდმივად შეცვლის. საჭირო ნივთების შეძენა შეგიძლიათ ბუტიკებში, ბაზრობებსა თუ „შავ ბაზარზეც“ კი, თუ, რა თქმა უნდა, საკმარისი ფული გაგაჩნიათ. ყურადღება მიაქციეთ ბარგის სწორად ჩალაგებას, რადგან თითოეულ ჩემოდანს შეზღუდული ტევადობა აქვს. ორმხრივი სათამაშო დაფა და სპეციალური „დამხმარე“ მოდული კი თამაშს ყოველჯერზე მრავალფეროვანსა და მოულოდნელობებით სავსეს ხდის.
80 დღე სამაგიდო თამაში ქართულად
თამაშის შემადგენლობა:
- 60 სათამაშო კარტი — მათ შორის 30 სამგზავრო, 8 ლონდონის, 10 დამხმარე, 3 რკინიგზის და 9 ბაზრის ბარათი;
- 16 სამგზავრო და 6 სვლის ბარათი — მარშრუტებისა და მოქმედებების დასაგეგმად;
- 137 მონეტა — თამაშის მთავარი ვალუტა;
- 44 ნივთის ჟეტონი — მათ შორის 12 ტანსაცმელი, 8 რევოლვერი, 8 ქუდი, 8 ქოლგა და 8 ქამარი;
- სათამაშო ფიგურები და დაფა — 4 ვაგონი, 4 მოთამაშის პლანშეტი და 1 ორმხრივი სათამაშო დაფა;
- დამატებითი აქსესუარები — 1 შავი ბაზრის კამათელი, 1 ლოკომოტივის (სტარტის) ნიშანი და წესების ბროშურა.











Tornike –
rogor xdeba samagido tamashi 80 dgis shedzena ?