Cluedo გამოძიება სამაგიდო თამაში ქართულად, ეს არის კლასიკური დეტექტიური სტილის სამაგიდო თამაში, სადაც მოთამაშეები ირგებენ დაკვირვებული გამომძიებლის როლს, იყენებენ ლოგიკასა და გამჭრიახობას იდუმალი მკვლელობის გამოსააშკარავებლად.
Cluedo სამაგიდო თამაშის აღწერა
- თამაშის სიუჟეტი: 9-ოთახიან სახლში ჩადენილია დანაშაული, რომლის გამოძიებაც მოთამაშეებს ევალებათ.
- ეჭვმიტანილები და ნივთმტკიცებები: დანაშაულის მომენტში სახლში იმყოფებოდა 6 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილთა სიაში არიან. ამასთანავე, სახლში არის 6 საეჭვო საგანი, რომელთაგან ერთ-ერთი მკვლელობის იარაღია.
- მთავარი მიზანი: მოთამაშეებმა პირველებმა უნდა გასცენ პასუხი სამ მთავარ კითხვას:
- ვინ ჩაიდინა დანაშაული?
- რომელია დანაშაულის იარაღი?
- სად (რომელ ოთახში) მოხდა დანაშაული?
- გამარჯვების პირობა: იმარჯვებს ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე სწრაფად შეძლებს ამ სამ კითხვაზე სწორი პასუხის დადგენას.
- მრავალფეროვნება: ყოველ ახალ თამაშში გამოსაძიებელი გარემოებები და მკვლელობის დეტალები იცვლება, რაც ყოველ ჯერზე ახალი სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვს.
ძირითადი მახასიათებლები
- კომპონენტები ყუთში:
- 1 სათამაშო დაფა
- 6 კეგლი
- 6 დანაშაულის იარაღი
- 50 კარტი (აქედან: 6 პერსონაჟის კარტი, 6 დანაშაულის იარაღის კარტი, 9 ოთახის კარტი და 29 სამხილის კარტი)
- 1 კონვერტი საქმის მასალებისთვის
- 1 დეტექტივის ჩანაწერების ბლოკნოტი
- 2 კამათელი









Sophia –
cluedo samagido tamashi qartulad aris ? rogor xdeba miwodeba ?